weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მაჩალიკაშვილს ეს დაგეგმილი ჰქონდა, ჩემი ოჯახი განადგურებას გადაურჩა – გოგაშვილი

13:23 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019
არქივის ფოტო არქივის ფოტო

„ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ჩატაევის დაჯგუფება“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, იოსებ (სოსო) გოგაშვილმა გუშინ, სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

იოსებ გოგაშვილმა ამ თემაზე ინტერვიუ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა. ის მადლობას უხდის სუს-ს, რომელმაც, მისი თქმით, მომზადების პროცესში აღკვეთა დანაშაული.

„ჩემი ოჯახი, ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა, პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე“, – აცხადებს გოგაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს.

მაჩალიკაშვილების ოჯახი ირწმუნება, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან იოსებ გოგაშვილი ამოიცნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]