weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში ხვალ გამოკითხავენ

15:51 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019
ფოტო © RFE/RL ფოტო © RFE/RL

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიაკშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ, 9 მაისს გამოკითხავენ. მაჩალიკაშვილი საგამოძიებო ორგანოში 11:00 საათზე მივა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დღეს, 15:00 საათისთვის იყო დაბარებული, თუმცა იმის გამო, რომ მის ადვოკატს ამავე საათზე სასამართლო პროცესი ჰქონდა ჩანიშნული, გამოკითხვა ხვალისთვის გადაიდო.

მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

ამასთან, გუშინ, 7 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. უწყების მტკიცებით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე 4 მაისს დაიბარეს, თუმცა მან საგამოძიებო ორგანოში მისვლაზე უარი განაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]