weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა

12:28 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. იგი უკვე შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.

ნინო გვენეტაძემ, რომელიც სამი წლის განმავლობაში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თანამდებობიდან წასვლის შესახებ 2018 წლის აგვისტოში განაცხადა. გადადგომის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა. გვენეტაძე ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან ათი წლის ვადით იყო დანიშნული.

ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია. მოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, თავმჯდომარეობის კანდიდატი არ წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]