weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის ნაწილი დაზიანდა

12:47 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019
ფოტო ©  Shalva Karelidze / Facebook ფოტო © Shalva Karelidze / Facebook

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა – გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6-კილომეტრიანი გზის 200-მეტრიან მონაკვეთზე გზის საფარი დაზიანდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გზის საფარის დაზიანება სტიქიურმა მოვლენებმა გამოიწვია.

დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის, უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუთხით. პარალელურ რეჟიმში დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებას და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდან ხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული 5%-ის ფარგლებში მოხდება“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე განმარტებით, პრობლემის აღმოფხვრას, წინასწარი შეფასებით, 1.5-2 თვე დასჭირდება.

გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობის პროექტი 2018 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდა, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 793 854 ლარი დაიხარჯა. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]