weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარტვილში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

10:31 შაბათი, 08 ივლისი 2017

მარტვილში, სოფელ ინჩხურში ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში 65 წლის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც რეგინფოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მერაბ ქვარცხავამ უთხრა, მამაკაცს მდინარეზე საქონელი გადაჰყავდა, როდესაც მოულოდნელად წყალი ადიდდა და დინებამ გაიტაცა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

"18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სტიქიამ სამეგრელოში ფოთი, ზუგდიდი და ხობიც დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ზუგდიდი-ხობის ცენტრალური გზა, რამდენიმე ადგილას ნაშალი მასალით, ქვებითა და ხეებით ჩახერგა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში შეფერხებული იყო. ფოთში დაიტბორა ქუჩებიც.

ამ დროისთვის სამეგრელოში აღარ წვიმს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.

ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების განვითარებასაც შეუწყო ხელი. სვანეთში, მესტიის რაიონის ოთხი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარეებმა სოფლებამდე მისასვლელი გზები დააზიანა, რამდენიმე ხიდი კი მოანგრია.

რაჭაში, ადიდებულმა რიონმა ონის რაიონის სოფლებამდე, ღებამდე და გონამდე მისასვლელი საავტომობილო ხიდები გაანადგურა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, გუდამაყრის ხეობაში მდინარე არაგვია ადიდებული, რომელმაც ექვს სოფელთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გზა მთლიანად წაიღო.

საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]