weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს – მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

11:26 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს. ნაკაიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა და ხულოელებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ფსიქიატრიულები, რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“.

ვფიქრობთ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თითქოსდა თანასწორობის იდეებს უჭერდა მხარს, ეს დამოკიდებულება მკვეთრად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ჩამორჩენილად, ნაკლებად ცივილიზებულად მონიშვნას ახდენს“, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მითითება „სუნზე“ ასევე ძალიან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ჩანდა.

„ბატონო მიხეილ, მინდა, შეგახსენოთ, რომ ხულოს არა მარტო სამხატვრო გალერეა, არამედ თეატრი, რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსამბლი და მათ შორის საქართველოში ანალოგის არმქონე ქორეოგრაფიული ჯგუფი „ბერმუხა“ ჰყავს, რომლის წევრები (80 წელს გადაცილებული ბაბუები) თითქმის საუკუნეა საკუთარი ღვაწლით ინახავენ ქართულ ფოლკლორს.

შეგახსენებთ ასევე, ხულოელებმა საუკეთესოდ ვიცით ქართლი ენის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის ფასი და ის ისტორიულად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამგვარი მითითებები საჯარო პირების მხრიდან ჩვენი ღირსების შელახვას იწვევს.

ბატონო მიხეილ, თქვენ ხულოელებს შეურაცხყოფა მიაყენეთ, თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ ხულოელებს“, – მიმართავს ტარიელ ნაკაიძე ყოფილ პრეზიდენტს.

პარლამენტში ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ საკუთარი სასტუმროდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ხათუნა ბერიძის გაძევება მოითხოვა. მიუნხენში, ემიგრანტენთან შეხვედრის დროს, ამ საკითხზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ანზორ ბოლქვაძეს „დეგრადირებული პოლიტიკოსი“ და „სუნიანი“ უწოდა.

„არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ რაღაცებში თავი გამოიჩინა მორიგი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. ხულოს სამხატვრო გალერეა… ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]