weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს 17 მაისის მსვლელობების ორგანიზატორებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

19:40 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019
ფოტო © ლიბერალი ფოტო © ლიბერალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვალ, 17 მაისს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. შსს-ს განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

„ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამავე დღეს, 2014 წლიდან, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. ოჯახის სიწმინდის დღის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მანიფესტანტი კონტრაქციის მონაწილეებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა დაარბიეს.

ლგბტქი თემი ხვალ ღონისძიებების გამართვას არ გეგმავს. მათი განცხადებით, ეს დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს.

ხვალ დილიდან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრების მსვლელობაა დაანონსებული. 17:00 სააზე კი „სახალხო მსვლელობას“ საქართველოს საპატრიარქო მოაწყობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]