weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რულოვსთან ინტერვიუს დროს მომხდარ ინციდენტზე პასუხისგებაში კიდევ 2 პირი მისცეს

01:05 შაბათი, 18 მაისი 2019

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 14 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ძალადობის მუხლით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის წამყვანი, ლევან თორიაა.

გამოძიება ლევან თორიას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) ჩადენას ედავება. როგორც მან რადიო „ათინათთან“ განაცხადა, ბრალს არ აღიარებს.

„გვირტყამდნენ და ვცდილობდი, თავი დამეცვა მათგან. იძულებული ვიყავი, მომეგერიებინა“, – აღნიშნა თორიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მეორე პირს, 1985 წელს დაბადებულ მ. ც.-ს ბრალად ედება ჯგუფურად, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისგებაში სულ სამი პირია მიცემული. აქედან დაკავებულია მხოლოდ გელა კვარაცხელია, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

14 მაისს, დადიანების სასახლის ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს დროს დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიში“ იუწყებოდა, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ტელეკომპანიის განცხადებით, დაპირისპირება 15 წუთს გაგრძელდა, პოლიცია კი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]