weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ ზუგდიდის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა

17:01 სამშაბათი, 14 მაისი 2019

პოლიციამ ზუგდიდში, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი დააკავა. გელა კვარაცხელიამ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი უარყო და განაცხადა, რომ მერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას გამო დაუპირისპირდა.

დღეს, დადიანების სასახლის ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს დროს დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიში“ იუწყებოდა, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ტელეკომპანიის განცხადებით, დაპირისპირება 15 წუთს გაგრძელდა, პოლიცია კი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]