weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რაჭაში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

10:35 კვირა, 09 ივლისი 2017

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, გვიან ღამით მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო და ბიძგები 00:26 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან 2 კილომეტრში, სოფელი ჟაშქვაში მდებარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.

კავკასიის რეგიონი სეისმურად აქტიურია. 5 ივლისს, აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 4 ივლისს, 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა სომხეთში, შირაკის ოლქში, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მდებარეობს. 1-ელ ივლისს კი მიწისძვრა იყო საქართველოში. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან მდებარეობდა და მისმა სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]