weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მინისტრები შეხვდებიან

14:37 ორშაბათი, 27 მაისი 2019

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დავალებით, მინისტრები შეხვდებიან. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, მასთან ერთად ჭიათურაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავლენ.

თურნავას თქმით, მთავრობამ „სპეციალურად დააცადა“ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და გაფიცულებს, მათ შორის დიალოგი შემდგარიყო, თუმცა ეს პროცესი „დროში გაიწელა“, რის გამოც მედიაციაში მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები პირველ რიგში უნდა წყდებოდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულებს შორის ორმხირივ დიალოგის რეჟიმში. ეს ამ საკითხების ნორმალური გადაწყვეტაა. მაგრამ ვინაიდან საკითხების დიდი ნაწილი, რაც წამოჭრილია, როგორიცაა შრომითი უსაფრთხოება, შრომის ნორმალური პირობები, კვების ხარისხი, ეკოლოგიური საკითხები, რაც ნამდვილად გვადარდებს და ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასევე,

ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, რათა ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული კონფლიქტი, აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე, ჩვენ კი უშუალოდ მედიაციაში ჩავერთვებით“, – განაცხადა თურნავამ.

ხელისუფლების წარმომადგენლების ადგილზე ჩასვლა ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი უკვე მე-11 დღეა შიმშილობს, სამმა მათგანმა პირიც ამოიკერა. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ტყიბულელმა მეშახტეებმა, ჭიათურაში არსებული მაღაზიების მფლობელებმა და მოვაჭრეებმა, ასევე სკოლის მოსწავლეებმა.

მაღაროელები ითხოვენ ხელფასის მომატებას 30%-ით (რეორგანიზაციის შემდეგ +20%-ით), კვების და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას, ასევე, მადნით დატვირთული სატვირთო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]