weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე მიწის ქვეშ მოყოლილი 55 წლის მუშის ცხედარი იპოვეს

10:47 სამშაბათი, 28 მაისი 2019
ფოტო © Nicholas Muller ფოტო © Nicholas Muller

მაშველებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლილი მიწისა და ქვანახშირის მასის ქვეშ მოყოლილი მუშის ცხედარი იპოვეს. ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ამ დროისთვის ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. გარდაცვლილი 55 წლის ნუგზარ ხვადაგიანია.

საწარმოო შემთხვევა გუშინ მოხდა. კომპანია „საქნახშირის“ განცხადებით, ნუგზარ ხვადაგიანი 2010 წლიდან მათი თანამშრომელია და ელმავლის მემანქანედ მუშაობს. „საქნახშირის“ განმარტებით, მას გუშინ სამუშაო დღე არ ქჰონდა.

„საქნახშირი“ აცხადებს, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, როდესაც მინდელის სახელობის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეაჩერეს. კომპანია ირწმუნება, რომ კარიერებზე უნებართვო შეჭრა და წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტები რამდენჯერმე დააფიქსირეს, რის თაობაზეც წიაღის ეროვნულ სააგენტოსაც აცნობეს.

ტყიბულში გუშინ მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]