„ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობასა და აქციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“, – განაცხადა კუპატაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძემ კომენტარი გააკეთა დავით გარეჯში, გარეჯელი სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც.
„აქ შეკრებილ ხალხს ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის საშუალება ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ ეტაპობრივად მოვახდინოთ ამ ხალხის აყვანა. რამდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.