weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

16 წლის ბოლნისელი ბიჭის საქმეზე დეტექტივ-გამომძიებელი დააკავეს

16:28 სამშაბათი, 28 მაისი 2019

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ ბოლნისის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი დააკავა. კ. ქ.-ს ბრალად ედება 16 წლის მოზარდისადმი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. როგორც ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ, ლევან ლაზარიშვილმა განაცხადა, დეტექტივ-გამომძიებელი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის მოზარდმა ამოიცნო.

ბოლნისში მცხოვრები 16 წლის ბიჭი, რომელიც სამართალდამცავებმა ქურდობაში 13 თებერვალს ამხილეს, პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს და რამდენიმე თანამშრომელს არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს. „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში არასრულწლოვანი ამბობს, რომ ჩვენების მისაღებად პოლიციელებმა ხელი მოტეხეს და ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპეციამ დაიწყო, რის შემდეგაც სამსახურებრივი უფლებამოსილება ორ პოლიციელს შეუჩერდა.

დაკავებული კ.ქ.-ს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]