weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკრებულოს დეპუტატი ნიშნის მოგებით მაია ასათიანის შვილის დაღუპვის შემდეგაც წერდა

17:06 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019
ფოტოზე ნანა კოსტავა ფოტოზე ნანა კოსტავა

„ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა, რომელმაც სალომე ბარკერის დის დაღუპვის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო წარწერით „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“ გამოაქვეყნა, ნიშნის მოგებით წერდა ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც.

2017 წლის 24 თებერვალს, მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად“.

პოსტის ქვეშ, კომენტარებში კი დეპუტატი წერდა:

„ეგონათ რომ ვხარობდი სხვისი უბედურებით, მე გასაფრთხილებლად დავწერე – თითოეული ჩვენგანის გასაფრთხილებლად“;

„დიდ ხარ შენ უფალო! დაფარულ არიან საქმენი შენნი!“.

მაია კოსტავას „ფეისბუქზე“ გაკეთებული განცხადებები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მან გააზიარა სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. ვიდეოში სალომე ბარკერს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული და ჯვარს გამოსახავს, რითიც კომპანია „აიისას“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. სალომე ბარკერს 26 მაისს, ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს 16 წლის და დაეღუპა. მოგვიანებით დეპუტატმა ეს პოსტი წაშალა და დაწერა, რომ მომხდარი უბედურების შესახებ არაფერი იცოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]