weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ისევ უცნობია, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი – ადვოკატი

13:38 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრილი დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღეს გამოცხადებული განაჩენით ირკვევა მხოლოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ისევ არ არის ცნობილი.

ლონდარიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლომ თავის თავზე აიღო დიდი როლი. მან სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე, მას დაუდგენელი პირები ჰყავს საქმეში და არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იქითკენ, რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია.

არაერთი დარღვევა ფიქსირდება საქმეში და ეს არ არის შეცდომები, ეს არის მიზანმიმართული დარღვევები, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით. არასრულწლოვანი, რომელიც 12 ჭრილობით არის გარდაცვლილი, დღეს უცნობია, ვინ არის მისი მკვლელი. ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიწერ-მოწერა სოციალურ ქსელში, რომელიც პროკურატურას დღემდე არ ამოუღია. რომელი ერთი დარღვევა ჩამოვთვალო, თუმცა, ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც პროკურატურამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი და გადადგას ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ადვოკატის თქმით, ბრძოლას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე არ მიიღებენ სრულ სურათს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით.

„ზაზა სარალიძე აღარ იბრძვის მხოლოდ თავისი შვილის საქმესთან დაკავშირებით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს მთელი საქართველოს საქმეა. არასრულწლოვნები უნდა მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ და დაფარული ამ საქმეში არაფერი იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, პროკურატურას ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მკვლელის ვინაობა დღემდე არ არის დადგენილი: „უნდა შემოწმდეს ამ საქმეში თითოეული არასრულწლოვნის მონაწილეობა, რომელიც იმ დღეს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო და 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. მსჯავრდებული იყო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და 9.9 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

რაც შეეხება ამ საქმეზე მსჯავრდებულ მეორე არასრულწლოვანს – გ.ბ.-ს, მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. მასაც 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]