weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გზების დეპარტამენტი თუშეთის გზაზე პრობლემის გადასაწყვეტად პროექტს ელოდება

16:21 ორშაბათი, 03 ივნისი 2019
ფოტო © საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოტო © საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საპროექტო, გზის გაწმენდითი, სტიქიის სალიკიდაციო და პრევენციის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

დეპარტამენტის განმარტებით, თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები გზის ორივე მხრიდან მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, პარალელურად, ორი საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად.

„პროექტირება სამი კვირაა გრძელდება და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა. პროექტის წარმოდგენისთანავე დაიწყება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რაც შეეხება, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მეწყრის შედეგად ჩამოყალიბებულ ტბას, დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ის კვლავ გამოწვევად რჩება. ამ მონაკვეთზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად, მიმდინარე თვეში პროექტირებაზე ტენდერის გამოცხადება იგეგმება.

10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, მე-9 კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„სტიქიის მომენტიდან, მძიმე ტექნიკა და ყველა საჭირო რესურსი ადგილზე იყო მობილიზებული, რის შედეგადაც, მიუხედავად სტიქიის მასშტაბისა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-9 კილომეტრზე, გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და მოძრობის აღდგენა ერთ კვირაში მოხერხდა. დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად, სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ მეცხვარეებს საფეხმავლო ბილიკებით თუშეთისკენ გადაადგილება 20 მაისიდან შეუძლიათ“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გახსნის მოთხოვნით ხვალ, 4 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, თუშები საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი ალვანში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ჩასვლას და მათგან პრობლემის გადასაწყვეტად სამოქმედო გეგმის წარდგენას მოითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]