weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა, მაგას ვნახავთ – მიხეილ კალანდიას ძმა

15:43 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვაში ბრალდებული ლუკა კალანდიას განცხადებით, მისი ძმა - მიხეილ კალანდია, რომელიც სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დღეს დააკავეს, უდანაშაულოა.

„მიხეილ კალანდიას ხელში დანა საერთოდ არ სჭერია. ბიჭი არის უდანაშაულო და აი, უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა ამ ბრალდებით და ამ მუხლით, მაგას ვნახავთ. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული. ზაზა სარალიძემაც ასევე ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ კალანდია, ალბათ, უდანაშაულოა, მაგრამ ნუ, რავი რა, ასე ხდება“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

ლუკა კალანდიას ინფორმაციით, დღეს მისი ძმა სასამართლოში მოწმის სახით უნდა დაეკითხათ.

„მივდიოდით და შუა ტრასაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, გაგვაჩერეს, მიხეილი აიყვანეს და შემდეგ ისე გაჟღერდა, თითქოს მიხეილი ტოვებდა ქალაქს. მიხეილს არც ქალაქი აქვს დასატოვებელი, იმიტომ, რომ უდანაშაულოა“, – აღნიშნა ლუკა კალანდიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, კალანდია დაკავებულია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა. სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]