weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოს ეკლესიიდან ცნობა წარუდგინა

17:02 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯიბღაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ეკლესიის ცნობა ადვოკატის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს შორის იყო. როგორც ანა კოტეტიშვილმა განაცხადა, ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, რის გამოც პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდავო გახადეს.

„ლევან ჯიბღაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს, შესაბამისად, მტკიცებულებები უდავოდ მივიჩნიეთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი“, – განაცხადა კოტეტიშვილმა.

ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ჯიბღაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]