weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქობულეთის სანდასუფთავების“ საქმეზე გამოძიება გაფლანგვის მუხლით დაიწყო

17:29 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავების“ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით დაიწყო, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. ამის შესახებ „რეგინფოს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

გამოძიების დაწყების საფუძველი „ტვ 25“-ის ეთერში გასული სიუჟეტი გახდა, რომლის მიხედვითაც, „სანდასუფთავების“ დირექტორს, სულიკო ბლადაძეს 15-მდე თანამშრომელი, მათ შორის საკუთარი ძმა, ფიქტიურად ჰყავდა დასაქმებული და ხელფასს უხდიდა.

„ტვ 25“-თან ინტერვიუში სულიკო ბლადაძემ დაადასტურა, რომ ორგანიზაციაში საკუთარი ცოლისძმაც დაასაქმა.

„რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?“, – უთხრა ბლადაძემ „ტვ 25“-ის ჟურნალისტს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ სულიკო ბლადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მერის განცხადებით, ბლადაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან მისი ურთიერთობისა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]