weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

15:03 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019
ფოტო © პირველი არხი ფოტო © პირველი არხი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კალანდია წარდგენილ ბრალს - ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს.

კალანდიას ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც პატიმრობის შეფარდების საფუძველს შექმნიდა. პროკურორმა კი განაცხადა, რომ იყო ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს.

„საქმეშია მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები; იმ მოწმეების ჩვენებები, რომელთაც მ.კ. შემთხვევის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდა, ასევე, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს იმისა, რომ მ.კ.-მ ჩაიდინა დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მისმა ძმამ, ლუკა კალანდიამ და მეგობრებმა სასამართლოს ეზოში სიმბოლურად მტრედები გაუშვეს.

„ჩვენ დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს. მტრედები გავუშვით თავისუფლების ნიშნად, რადგან დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და ყველაფერს თავის ადგილზე დავაყენებთ, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს ჩაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა. სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]