weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიის სოფელ ჭუბერში მდინარე ადიდდა

12:37 პარასკევი, 07 ივნისი 2019
ფოტო ფეისბუქიდან ფოტო ფეისბუქიდან

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნენსკრას ხეობაში, უხვი ნალექის შედეგად, ნენსკრას ერთ-ერთი შენაკადი - მდინარე დევრულა ადიდდა. როგორც „რეგინფოს“ მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ადიდებულმა წყალმა ჭუბერში ხიდი წაიღო, ლახანში კი ხიდის სამშენებლო მასალები.

კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაზიანებული და წაღებულია წყალდიდობისგან დამცავი რამდენიმე ჯებირი, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ამ დროისთვის მესტიაში აღარ წვიმს და სავარაუდოდ, მდინარის კალაპოტში წყლის დონე აღარ მოიმატებს.

გასულ წელს, 5 ივლისს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ჭუბერის ხეობის სოფლები დააზარალა. ადიდებულმა მდინარემ ხიდები და გზები წაიღო, 27 სახლი დატბორა, 7 დააზიანა, ერთი კი დაანგრია. გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ათამდე სოფელი. რამდენიმე ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს. სტიქიის შემდეგ მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის და ატმოსფერული ნალექების მზომი ავტომატური მოწყობილობები დამონტაჟდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]