მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე ერთი ექსკავატორი, ერთი ეშვიანი ექსკავატორი და სამი ბულდოზერი მუშაობენ. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის რაოდენობა გაიზრდება.
„ორი დღის წინ, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები, სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა 56-ე კილომეტრზე არსებული ვითარება შეისწავლეს და პრობლემის გადაჭრის გზები დასახეს. სამუშაოები კომისიის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად განხორციელდება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა. 4 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში შეკრებილმა თუშებმა ხელისუფლებას სამდღიანი ვადა მისცეს ხისოსთან დაგუბებული წყლის გასაშვებად სამუშაოების დაწყებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, გზის გახსნას საკუთარი ძალებით შეეცდებოდნენ.