შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბოლო ორ კვირაში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყო. 6 ივნისს 18 წლის გოგომ თავი მოიკლა ბათუმში. მანამდე, წყალტუბოში ახალგაზრდა ქალი და კაცი იპოვეს გარდაცვლილები.
სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 819 დანაშაულია რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ ერთია გახსნილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ მუხლით რეგისტრირებული დანაშაული 29 %-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-აპრილში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაცილებით ნაკლები, 634 დანაშაული იყო რეგისტრირებული.