weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი 14 წლის გოგოს საქმეზე მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

17:53 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

სახალხო დამცველმა არასრულწლოვნის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაცია გამოსცა. რეკომენდაციის გამოცემის საფუძველი გახდა საგარეჯოში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგოს საქმე, რომელიც მოძალადემ ორჯერ მოიტაცა და იძულებით შეირთო ცოლად.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, არასრულწლოვნის საცხოვრებელი გარემოს შეფასების და მისი განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაცია შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წარედგინა.

„რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2019 წლის 22 მაისის განცხადება, არასრულწლოვანის მიმართ განმეორებითი ძალადობის და სავარაუდო იძულებითი ქორწინების თაობაზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგები, მათ შორის, განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტი.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მოითხოვა, დაიგეგმოს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. კერძოდ, შეფასდეს არსებული რისკები და გარემო ფაქტორები რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვანის ემოციურ მდგომარეობაზე თუ მისი ნების ფორმირების პროცესზე. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ბავშვის მშობლების როლის გაძლიერებით, მათი მხარდაჭერით და არასრულწლოვნისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით.

აუცილებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად გაატარონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. მათ შორის, გამკაცრდეს კონტროლი რეფერირების პროცედურის შესრულებაზე.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით იკვეთება, რომ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებას (განსაკუთრებით, როდესაც არასრულწლოვანის ნების ფორმირებაზე სავარაუდო გავლენა მოახდინა წარსულში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, და რომელიც არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას), ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის არსებობის გამო, ყურადღება არ ექცევა. უმეტესწილად ხაზგასმულია ქორწინების ნებაყოფლობითობა ან/და ტრადიციული ფაქტორი და არ ტარდება ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]