დაშავებული თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც „რეგინფოს“ კლინიკის დირექტორმა უთხრა, პაციენტს სამ-ოთხ დღეში გაწერენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე–18 კილომეტრზე მოხდა. თუშეთიდან ბარისკენ მომავალი პიკაპის ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მგზავრი, 35 წლის კონსტანტინე ღუზარაული დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ სეტყვითა და წვიმით გამოწვეული ცუდი ხილვადობა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.