weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

წაგლეკავთ, აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ – ვასაძე

17:17 შაბათი, 15 ივნისი 2019

ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისში დაგეგმილ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით აფრთხილებს, ლგბტ აქტივისტებს კი ემუქრება, რომ საჯარო აქციების გამართვის საშუალებას არ მისცემს.

„თავიდან, მომეჩვენა, რომ პოლიცია იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში. იმათ კი ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს. ეტყობა ასეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემს,

ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ.

ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვასაძე ხვალ, 20:00 საათზე, ვერის ბაღში „მამაკაცებს ეპატიჟება“, რომლებსაც სამოქმედო გეგმას გააცნობს.

„ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას“, – ამბობს ვასაძე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ლევან ვასაძე გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდა, სადაც სასულიერო პირები და ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენლები „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი აქციის ჩასაშლელად შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დაააკავეს, საიდანაც 21 წუხელვე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„თბილისი პრაიდის“ ჩატარება 18-23 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]