weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვასაძის თქმით, მას და მის მხარდამჭერებს პოლიციის წინააღმდეგ კომბლები ექნებათ

22:54 კვირა, 16 ივნისი 2019

„მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები: არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. თუ თქვენს ხელმძღვანელობას ჭკუა არ ეყო და მაინც დაგაყენეს იქ, დარღვევისას [კორდონის] ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს, იმიტომ, რომ თქვენ მიიღებთ პასუხს“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.

ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მხარდამჭერებს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა გააცნო და თვითორგანიზებული სახალხო რაზმების შექმნა დაანონსა. მან პოლიციელები გააფრთხილა, რომ თუ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს „ცემას დაუწყებენ“, კომბალი მოხვდებათ.

„სულ ვფიქრობდი რა გვექნება, თუ პოლიციელები ცემა-ტყეპას დაგვიწყებენ. ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. კომბლე ჯიგარია იმიტომ, რომ არაფერი უნდა: არც პოლიტიკაში ჩარევა უნდა, არც დიდება, არც ფული. სხვენში უდევს ის კომბალი, მაგრამ როდესაც მგელი უმანკო კრავს დაესხმება თავს, ის ჩამოიღებს იმ კომბალს, გააფრთხობინებს სულს მგელს და გამოაშვებინებს კრავს. გევედრებით, ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, ძმაო. ეგ გამორიცხულია. მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა“, – განაცხადა ვასაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]