შინაგან საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-ე კილომეტრიდან 82-ე კილომეტრამდე (სოფელი მლეთა) გადატვირთული მოძრაობის და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30-ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას.
ლომისობა აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლეთაში მორწმუნეები მთელი საქართველოდან ჩადიან.