weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კომბლები სხვენში შეაწყეთ, ჩვენ იქ მოვალთ ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით – ვასაძე

11:35 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

„მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, თითქმის არ მძინებია გასულ ღამესაც. მე სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ჩემს ძმებს - ქართველ კაცებს ვეუბნები - მოდით, წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ სახელმწიფოს და მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ ნებისმიერი კორდონი დავშალოთ“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.

მან ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, იმისთვის, რომ „თბილისი პრაიდის“ გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. მან მხარდამჭერებს კომბლების სხვენში შეწყობისკენ მოუწოდა. ვასაძის თქმით, კომბლები არ იყო განკუთვნილი „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებისთვის.

„ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია შეგვდგებოდა ჩვენ წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, მე არ მაინტერესებს მამათმავლები რას ჭიჭყინებენ ეხლა და, რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, თუ გახსოვთ, ჩვენ პირველივე დღეს გავაუქმეთ ქუჩების პატრულირება, აი ახლა, ბოლოს საჩუქარი ჩემგან ჩვენს სახელმწიფოს – კომბლები სხვენში. ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგვიტარებს. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენის თქმით, ის და მისი მხარდამჭერები პრაიდის მარშის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას ელოდებიან.

გუშინ, 18 ივნისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ არ გააუქმებენ და საქართველოს ისტორიაში პირველად ჩაატარებენ ღირსების მარშს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]