„ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა“, – წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პარლამენტში დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც სერგეი გავრილოვი უძღვება. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატებს რუსულად მიმართავს.
სხდომას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები ესწრებიან. პროტესტის ნიშნად დარბაზში არ იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.