weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი დეპუტატის ნახვამ უბრალოდ გამანადგურა – ჩუგოშვილი

11:17 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვება.

„ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა“, – წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტში დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც სერგეი გავრილოვი უძღვება. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატებს რუსულად მიმართავს.

სხდომას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები ესწრებიან. პროტესტის ნიშნად დარბაზში არ იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]