weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა – ბიძინა ივანიშვილი

13:45 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იზიარებს მოქალაქეთა აღშფოთებას.

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს.

როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.

მეორე დღეა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია მიმდინარეობს. ასამბლეის სხდომა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დაიწყო. დელეგატებს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. სწორედ ის უნდა გაძღოლოდა დღევანდელ სხდომას.

აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს. როგორც მათ განაცხადეს, სესია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდებოდა, თუ რუსი დეპუტატები საქართველოს დატოვებდნენ. თინა ბოკუჩავამ კი ზაქარია ქუცნაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერება მოითხოვა. მისი თქმით, სწორედ ქუცნაშვილი იყო საქართველოში სესიის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

რუსი დეპუტატების პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს უმრავლესობის წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა და არჩილ თალაკვაძემაც.

პროტესტის შედეგად პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]