weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასტუმროდან გამოსულ გავრილოვს აქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს და ბოთლები ესროლეს [Video]

17:39 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა სასტუმრო „რედისონი“ დატოვა, სადაც იმ დროიდან იმყოფებოდა, რაც საქართველოს პარლამენტში მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჩაშალეს.

სასტუმროდან გამოსულ რუს დეპუტატს, საპროტესტო აქციით და შეძახილებით დახვდნენ. პირველი არხის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მას წყალი შეასხეს და ბოთლები ესროლეს.

კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი რუსულ დელეგაციასთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად გუშინ ჩამოვიდა.

ასამბლეის სესია დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწო. სერგეი გავრილოვმა დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. შესვენების დროს „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომათა დარბაზში შევიდნენ და განაცხადეს, რომ გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავების უფლებას აღარ მისცემდნენ. მათივე თქმით, სესია მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდებოდა, თუ რუსი დეპუტატები სხდომათა დარბაზს დატოვებდნენ.

„სად არის აფხაზეთი, სად არის სამაჩაბლო, გაეთრიეთ ამ ქვეყნიდან“, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს და პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

პროტესტის შედეგად პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პროტოკოლით შეთანხმებული არ იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გავრილოვი წაიყვანდა.

მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, „ალბათ, მას უფრო მეტი უნდა მოენდომებინა“ ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, რომ დღევანდელი სხდომა რუს დეპუტატს არ წაეყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]