weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტთან აქციის დარბევისას ათზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა

02:39 პარასკევი, 21 ივნისი 2019
ფოტო © On.ge ფოტო © On.ge

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის დარბევისას, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, სულ მცირე ათი ჟურნალისტი დაშავდა.

დაშავებულებს შორის არიან ტელეკომპანიების „პირველი არხის“, რუსთავი 2“-ის, „პირველის“, ასევე ონლაინგამოცემების თანამშრომლები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, კორესპონდენტებს რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში.

„რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტებს, რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციაც და სროლაც ამ დრომდე გრძელდება, ურთულეს პირობებში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება და მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება.

უნდა აღინიშნოს, რომ საპროტესტო აქციის დაშლამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით, უკანონოდ გამოაძევეს აკრედიტებული ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში“, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მოუწოდებს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 17 სამოქალაქო პირი და 38 სამართალდამცველი დაშავდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაშავებულ სამოქალაქო პირებს საშუალო და მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, ხოლო სამართალდამცველებიდან 4 კლინიკა „დეკაშია“ ჰოსპიტალიზირებული. დანარჩენებს სასწრაფომ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]