weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

00:22 პარასკევი, 21 ივნისი 2019

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.

არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ცნობილი არ არის.

სამართალდამცველები საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობენ. მათ მიერ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეები დაიფანტნენ, რის შემდეგაც სროლის ხმა შეწყდა. მას შემდეგ, რაც ხალხი ისევ შეგროვდა და რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა, სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიების სროლა განაახლეს.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.


პარლამენტის შენიბასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისის საღამოს დაიწყო. შეკრებილები აპროტესტებენ რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მოითხოვენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

პარლამენტში შესვლის მცდელობას წინ უძღოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მომიტინგეები პარლამენტს მშვიდობიანად დაიკავებენ.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ხოლო გახარიას თქმით „როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადადგება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]