ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 20 ივნისის საპროტესტო აქციიდან საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, აქედან 80 სამართალდამცველი იყო.
აქციის დაშლის დროს გადაღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ. ორ დაშავებულ მოქალაქეს ტყვია თვალში აქვს მოხვედრილი. როგორც „რეგიონული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ განაცხადა, ორივე პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა.