weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისის მერიამ პარლამენტთან საპროტესტო აქციის სცენა აიღო

14:31 კვირა, 23 ივნისი 2019
ფოტო © Nika Nozadze / Facebook ფოტო © Nika Nozadze / Facebook

თბილისიში, პარლამენტის შენობის წინ აღარ დგას სცენა, რომელიც 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების გამო იყო დამონტაჟებული. აქციის ორგანიზატორების თქმით, სცენა თბილისის მერიამ „მოიპარა“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, მერია პროტესტისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

„ხელისუფლება გადავიდა ხელის შეშლის სტრატეგიაზე იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, ვერანაირად ჩაახშობენ საზოგადოებრივი პროტესტს. მერია, რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად იძახდა, რომ იზიარებს საპროტესტო აქციის სულისკვეთებას, დღეს დილით პარლამენტის ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები.

მინდა, მივმართო მერიას, სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირებიც და სცენაც. ასეთი წვრილმანი ხელის შეშლით თქვენ ვერაფერს ვერ მიაღწევთ. მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტთან საპოროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. გუშინდელი აქციის დასასრულს, დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობის დასატოვებლად ვადას 23 ივნისის 14:00 საათამდე აძლევდნენ. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, შესაბამისად, აქცია განახლდება.

აქციის მონაწილეებმა ოთხი მოთხოვნა ჩამოაყალიბეს: 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება, მოძალადე სამართალდამცველების დასჯა, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება.

 

ამ თემაზე:

პარლამენტის წინ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა – „თბილსერვის ჯგუფი“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]