weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტის წინ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა – „თბილსერვის ჯგუფი“

14:53 კვირა, 23 ივნისი 2019

თბილისის მერიის კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო გამოსვლებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქციები დროებით დაასაწყობეს, რაც აქციისთვის ხელის შეშლას არ ისახავდა მიზნად.

კომპანიის ინფორმაციით, აქციისთვის საჭირო კონსტრუქცია უახლოეს დროში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე.

„დღეს „თბილსერვის ჯგუფმა“ გეგმიურად დაასუფთავა რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია. იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება“, – ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის შენობის წინ დილიდან აღარ დგას სცენა, რომელიც 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლების გამო იყო დამონტაჟებული. აქციის ორგანიზატორების თქმით, სცენა თბილისის მერიამ „მოიპარა“.

საპროტესტო აქციის განახლება დღეს, 19:00 საათიდან არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]