weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ

12:21 ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ახალქალაქში, სოფელ ყულალისთან, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სახელფასო დავალიანებას დაახლოებით 65 მუშა ითხოვს.

„თებერვლიდან არ აგვიღია ხელფასები, ზოგს კი, არც თებერვლის ანაზღაურება აქვს აღებული. გვინდა, რომ კუთვნილი თანხა მივიღოთ, ამიტომ არ ვაგრძელებთ სამუშაოებს. ხუთი კილომეტრის მონაკვეთზე რა სამუშაოებიც მიმდინარეობდა, ყველაფერი შეჩერებულია“, – ამბობს ერთ-ერთი მუშა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, რკინიგზის ამ მონაკვეთზე სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია „დემირიოლსერვისი“ ახორციელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ფირმებს შორის ობიექტების გადაბარება მიმდინარეობს“, რაც ხელფასის დაგვიანების მიზეზი გახდა. მათივე თქმით, სამუშაოები მომავალი კვირიდან განახლდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. მთლიანად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გადის.

მიმდინარე წლის მარტში, შვეიცარიიდან ჯერ თურქეთში, თურქეთიდან კი საქართველოში, ახალქალაქის სადგურში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს. ახალქალაქიდან, სადაც პოსტსაბჭოთა 1 520-მილიმეტრიანი ლიანდაგი ევროპულ, 1 435-მილიმეტრიან ლიანდაგებს უერთდება, მატარებელი ბაქოში გაემგზავრა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]