weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სავარაუდოდ FSB-სთან დაკავშირებული რუსი პრანკერი „ლექსუსი“ თბილისში აქციებს ესწრება

11:32 პარასკევი, 05 ივლისი 2019

თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ცნობილი რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი, იგივე „ლექსუსი“ ესწრება. ის აქციებზე რუსული პროპაგანდისტული მედიის -Russia Today-ის მაისურითა და რუსეთის კეპით დადის.

პანკერმა გუშინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პარლამენტის წინ გადაღებული ფოტო წარწერით - „საქართველოს პარლამენტი. ჩიტო გვრიტო“, მოგვიანებით კი ვიდეო კონცერტიდან, რომელსაც აწერს, რომ „ოკუპანტი ერთობა“. 

გუშინ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოზე, რომელიც პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების შეკრებას ასახავს, სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს: „თბილა, მუშაობა საჭირო არ არის. მშვენიერია“. ამ კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა ეხმაურება. „გენიალურია“, – წერს პასუხად ზახაროვა. 

ალექსეი სტოლიაროვის აქტივობას გამოეხმაურა Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი. მან პრანკერის ფოტო გააზიარა წარწერით: „პრანკერი ლექსუსი ჩვენს მაისურში (ზუსტად ამ წუთებში საქართველოში)“

ალექსეი სტოლიაროვი რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. სხვადასხვა მედიასთან ინტერვიუში ის ამ ბრალდებას უარყოფს. 

2017 წელს „ლექსუსი“ და მისი პარტნიორი პრანკერი „ვოვანი“, იგივე ვლადიმერ კუზნიცოვი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე ისაუბრეს. ჩანაწერის მიხედვით, ავაკოვი მღებრიშვილს უკრაინაში სააკაშვილის ვიზიტის შესახებ აწვდის ინფორმაციას და ეუბნება, რომ პრეზიდენტის დონეზე შეთანხმებულია მისი დაკავება და ქართული მხარისთვის გადაცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]