weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორ შეიძლება ჟურნალისტის განცხადებამ ქვეყნებს შორის კრიზისი გამოიწვიოს – კანდელაკი

15:55 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

„როგორ შეიძლება, ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ ქვეყნებს შორის კრიზისი გამოიწვიოს. ეს არასერიოზულია“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. ის „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გინებას გამოეხმაურა.

კანდელაკის თქმით, ტელეწამყვანის  ქცევა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

„რუსეთთან მტყუანი როგორ უნდა აღმოჩნდე? ამ არასწორ ქცევაზე მთავრობის სამარცხვინო რეაქცია რუსულ პროპაგანდას იმეორებს. საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე რუსეთის გავლენის აგენტები გამოიყვანეს, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ და მთავრობაც მათთან ერთად მოქმედებს.

მთავრობის სამარცხვინო რეაქცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი სამარცხვინო და საშიში გუნდია ხელისუფლების სათავეში, რომელიც ჯერ კიდევ თავს არიდებს პასუხისმგებლობას გავრილოვის ამ ქვეყანაში მოწვევისა და გავრილოვის ღამის მოწყობის გამო, რომელსაც გახარია გადაეფარა და ცდილობს, მას პასუხისმგებლობა აარიდოს, რომელმაც გავრილოვის ღამის მოწყობისა და ბავშვებისთვის თვალების დათხრის ბრძანება გასცა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, უწყებამ ქვეყნისა და პარტნიორების წინაშე თავი მოიჭრა“, – განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ ეს იყო გაბუნიას საავტორო ტექსტი და ტელეარხისთვის კატეგორიულად მიუღებელია წამყვანის თვითგამოხატვის ფორმა.

ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გარდა, გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების შეფასებით, „რუსთავი 2“-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს „არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ“.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად გიორგი გაბუნიას საქციელს, რომელმაც „უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.

„ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაბუნიას განცხადებას პროვოკაციად განიხილავს რუსეთის ხელისუფლებაც. ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაბუნიას მიმართვის მიზანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]