weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

„რუსთავი 2“-მა გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა

21:51 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერდა. როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, ეს შეზღუდვა ეხება იმ გადაცემებს, რომლებსაც გაბუნია ამზადებს ან/და მიჰყავს – „არჩევანსა“ და „პოსტ სკრიპტუმს“.

ნიკა გვარამიამ ის მიზეზებიც დაასახელა, რის გამოც ტელეწამყვანს უფლებამოსილება შეუჩერეს: „1. გაბუნიას უხამსობა იყო უადგილო, უგემოვნო და დამაზიანებელი საკუთრივ იმ ბრძოლისა, რომლის ნაწილიც უნდა ყოფილიყო ეს განცხადება; 2. გაბუნიას უხამსობა იყო მძიმე პროფესიული შეცდომა, რადგან არ შეიძლება გამოხატვა იმდენად მიუღებელი იყოს, რომ გადაფაროს ამ გამოხატვით გადმოცემული შინაარსი და ზიანი მიაყენოს ამ გამოხატვის ლეგიტიმურ მიზანს; 3. გაბუნიას უხამსობა იყო სრულიად შეუსაბამო ქვეყანაში და საკუთრივ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე კონტექტსთან. მან შექმნა ისედაც დაძაბულ ვითარებაში კიდევ ერთი არასასურველი დაძაბულობის კერა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახადა უსაფუძვლო სპეკულაციების ცირკულირება არხის მხრიდან დაძაბულობის ინსპირაციის თაობაზე“.

გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. ტელეკომპანია იმ დღესვე გაემიჯნა გაბუნიას გამოხატვის ფორმას. ამ თემაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანის „არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას“, გარდა ამისა, ამცირებს მედიისადმი ნდობას და აზარალებს ეთიკურ მედიას.

ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გარდა, გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების შეფასებით, „რუსთავი 2“-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს „არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]