weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ივანიშვილისგან ფიზიკურ განადგურებასაც არ გამოვრიცხავ – გუბაზ სანიკიძე

11:33 პარასკევი, 12 ივლისი 2019

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს და ითხოვს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მე კი არა, საქართველოში, მემგონი, არავინ აღარ ენდობა უკვე. გახარია მოტივირებულია, მხარეა. გუშინ ჩვენ ამ ადამიანისგან ვიხილეთ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება.

პოლიტიკურ რეპრესიებს კი არა, ფიზიკურ განადგურებასაც არ გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილისგან. ამას მიჩვეული ვარ. ასე რომ, აბსოლურტურად მშვიდად და სიმართლე, რომ გითხრათ, ძალიან კარგ განწყობაზე ვარ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი ლიდერები გუბაზ სანიკიძე, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ღლონტი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

ამავე მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, მიტინგის დროს, დეპუტატმა შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცველებზე ძალადობრივ თავდასხმაზე. პროკურატურის მტკიცებით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე გავლენის მოხდენის რისკი, რის გამოც მის მიმართ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]