weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ხელფასების ზრდაზე განმარტებას აკეთებს

10:48 შაბათი, 13 ივლისი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი საბჭოს მიერ ხელფასების ზრდაზე განმარტებას აკეთებს. ივლისიდან საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3300 ლარი გახდა, თავმჯდომარის მოადგილის – 3100 ლარი, ხოლო დანარჩენი სამი წევრის – 3025 ლარი.

ანაზღაურება გაეზარდათ მრჩეველთა საბჭოს სამართლებლივი უზრუნველყოფისა და საქმის წარმოების მენეჯერებსაც.

როგორც ნატა იმედაიშვილი ამბობს, ხელფასების მატების საკითხი საბჭოში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა დააყენა. იმედაიშვილის თქმით, მას ამისთვის მხარი არ დაუჭერია. საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, წინააღმდეგი იყო საბჭოს კიდევ ერთი წევრი - გიორგი ირემაძე.

„საკითხი საბჭოს წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა დააყენა, რომელსაც მხარი დაუჭირა ირაკლი დარცმელიძემ და ბეჟან გობაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველთა ჰონორარების განაწილების საკითხის დაყენება და გადაწყვეტილება სრულიად კანონიერია, ამ საკითხს მე მხარი არ დავუჭირე. რაც დაფიქსირებულია სხდომის ოქმში“, – წერს ნატა იმედაიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის განვლილი თვეების განმავლობაში უარი თქვა ჰონორარების ზრდაზე, რადგანაც მაუწყებელში მწვავედ იდგა თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ანაზღაურების პრობლემა.

„ამ ფონზე, საბჭოს წევრების ჰონორარის თუნდაც კანონიერ ზრდაზე მსჯელობა, უადგილოდ მივიჩნიეთ. ბოლო დროს ნაწილობრივ მოგვარებული პრობლემების შემდეგ, საბჭომ შესაძლებლად მიიჩნია განეხილა ჰონორარების განაწილების ის ფორმები, რომლის შესაძლებლობლობებსაც აწესებს კანონი. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მრჩეველთა საბჭომ ამ ეტაპზეც ვერ შეძლო მაუწყებლის დირექტორის არჩევა, მე კვლავ უდროოდ მივიჩნიე ამ საკითხისათვის დამეჭირა მხარი. ჩემთვის ცნობილი იყო ასევე, საბჭოს კიდევ ერთი წევრის, გიორგი ირემაძის პოზიცია, რომელიც სრულიად იზიარებდა ამ მიდგომას. და რადგანაც ის არ ესწრებოდა ბოლო სხდომას, შესაბამისად არც მას დაუჭერია მხარი ამ გადაწყვეტილებისათვის.

თუმცა კოლეგიალური ორგანო გადაწყვეტილებებს ღებულობს უმრავლესობით. შესაბამისად საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია დაემორჩილოს და ხელი მოაწეროს მიღებულ აქტს“, – აცხადებს ნატა იმედაიშვილი.

მისივე თქმით, აპირებს, კიდევ ერთხელ მოუწოდოს საბჭოს სამ წევრს გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]