weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მევენახეების აქციის ორგანიზატორი „ქართული ოცნება“ და სუს-ი იყვნენ – ბოტკოველი

11:42 კვირა, 14 ივლისი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თელაველი და გურჯაანელი მევენახეების მიერ გამართული აქცია „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის მიერ იყო მოწყობილი.

„ამას საპროტესტო აქციასაც არ დავარქმევდით, სადაც შეკრებილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ კახეთის სახელით და კახელი გლეხების სახელით.

რა თქმა უნდა, ღვინო, ვენახი ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა კახელი გლეხისთვის, თუმცა არა პუტინის ქება-დიდებისა და ოკუპაციის აღიარების ხარჯზე.

რაც შეეხება გუშინდელ ღონისძიებას, რომელიც ორგანიზებული იყო „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის მიერ, ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, არაერთმა ტელევიზიამ უკვე გადასცა ამ ადამიანების გვარები და სახელები.

მაგალითად, ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ერთ-ერთი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი და მასთან ერთად, არაერთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, რომლებიც პირდაპირი დავალებით, სუს-ის ორგანიზებით, შეიკრიბნენ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მისივე თქმით, ბოლო ათი დღის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობს დააძალოს მოსახლეობას, სხვადასხვა აქციები გამართოს და „პირდაპირ მხარი დაუჭიროს რუსეთის ფედერაციას“.

თელაველმა და გურჯაანელმა მევენახეებმა „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებდნენ და ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]