„ბავშვებს ადგილზე, ქობულეთში ჩაუტარდათ ოპერაცია მუცლის ღრუზე და შემდეგ სიმძიმიდან გამომიდნარე, გადაყვანილი იქნენ - ერთი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში და მეორე ქალაქ ბათუმის ბავშვთა კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.
მისივე თქმით, ქობულეთის ორ კლინიკაში ავარიის შედეგად დაშავებული ცხრა პაციენტი რჩება.
გუშინ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი „მინივენი“ დაეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა 11 და გრადაიცვალა ორი ადამიანი. დაშავებულებიდან ორი - მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო დანარჩენები უცხოელი ტურისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.