შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის (Qartli.ge) ცნობით, ალექსანდრე სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში „ტვ 4“-ის მიერ გაზიარებულ სტატიაზე დააკომენტარა.
„ინგა გრიგოლია არის ძ..ნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ“, – წერს ალექსანდრე სიმონიშვილი.
Qartli.ge საკრებულოს დეპუტატს დაუკავშირდა, თუმცა ალექსანდრე სიმონიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, „პარტიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა კი განაცხადა, რომ საკითხს გაეცნობა და მას პარასკევს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ წვრმა, ლევან ონიანმა იმ პოსტზე, რომელიც გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს, ინგა გრიგოლიას და შს მინისტრ გიორგი გახარიასთან მის ინტერვიუს ეხებოდა, დაწერა: „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“. გუშინ მან განცხადება გაავრცელა და ინგა გრიგოლიას ბოდიში მოუხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კომენტარი სხვა ინგაზე იყო და მეგობრული მიმოწერა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა.
საქართველოს ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ ლევან ონიანის ბოდიში საკმარისი არ არის და „ქართულმა ოცნებამ“ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.
„მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც გაცხადებულია გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და დემოკრატიული განვითარების კურსი, ლევან ონიანის მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები, არ უნდა იკავებდნენ თანამდებობებს“, – აცხადებს ქალთა მოძრაობა.