weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეუფე გერასიმე ხელისუფლებას სთხოვს ვლაქერნობა ზუგდიდში უქმე დღედ გამოცხადდეს

17:02 ორშაბათი, 15 ივლისი 2019

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, ვლაქერნობის დღესასწაული, რომელიც 15 ივლისს აღინიშნება, ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, მეუფე გერასიმემ ამის თაობაზე დღეს, სადღესასწაულო ქადაგებაზე განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, დღეს ორშაბათია, რის გამოც ყველა მსურველმა ტაძარში მისვლა ვერ მოახერხა.

„მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს“, – ციტირებს „ათინათი“ მიტროპოლიტის განცხადებას.

​ვლაქერნობა - ღვთისმშობლის კვართის დადების დღე, ზუგდიდში 1990 წლიდან, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]