weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროკურატურამ ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო

12:24 სამშაბათი, 16 ივლისი 2019

შიდა ქართლის პროკურატურამ Qartli.ge-ის რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო. Qartli.ge-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

საქმე ეხება სამართალდამცველების მიერ წიწიკაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო ხელშეშლას. Qartli.ge-ის ინფორმაციით, მათ რედაქტორს პოლიციელებმა - ალექსანდრე ოხანაშვილმა და რამაზ გრიგალაშვილმა იმ ავარიის გადაღების საშუალება შეუზღუდეს, რომელშიც შსს ავტომობილი ფიგურირებდა.

„თავს ათამდე პოლიციელი დამესხა. ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, მეორემ ხელი მკრა და ბეჭებში ჩამარტყა. დანარჩენებმა ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია. არ უნდოდათ რომ ავარია გადამეღო. სავარაუდოდ, დაფარვა სურდათ, არც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა“, - ამბობდა ჟურნალისტი.

საბა წიწიკაშვილის მიმართვის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საქმის შესწავლა დაიწყო, თუმცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა ვერ დაადგინა.

წიწიკაშვილი პროკურატურაში ხვალ, 10:30 საათზეა დაბარებული. საზედამხედველო უწყებამ საქმეზე გამოძიება სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]